პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 81 წლის ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება

“81 წლის ქალბატონი რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოვიყვანეთ და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება. ის 18 დღის წინ შემოვიდა კლინიკაში, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 4 პაციენტი იმყოფება. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ორის სტაბილურად მძიმეა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 84 პაციენტია, აქედან 67 კოვიდინფიცირებულია.

მსგავსი თემები