“ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უხლოვდება, სიტუაცია კრიტიკულია” – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია.

როგორც ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო აცხადებს, სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება.

„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინვარებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო.

ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. 7 აპრილს ხანძარი 35 ჰეტქარზე იყო გავრცელებული. 6 აპრილს პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი 27 წლის მოქალაქე დააკავა. მისი თქმით, ცეცხლი მან გასართობად ბალახს წაუკიდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლო.

მსგავსი თემები