“თუ გვინდა, რომ ყველასთვის სასურველი შედეგი იყოს, რეკომენდაციები ყველგან თანაბრად უნდა სრულდებოდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

“თუ გვინდა, რომ ყველასთვის სასურველი შედეგი იყოს, რეკომენდაციები ყველგან თანაბრად უნდა სრულდებოდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე ოპოზიციას პოლიტიკური ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ჩემი აზრით, რეკომენდაციები უნდა სრულდებოდეს ყველგან თანაბრად, თუ გვინდა რომ შედეგი იყოს ყველასთვის სასურველი. პოლიტიკური ვაჭრობისგან თავის შეკავებას ვურჩევდი ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის რთულად სამართავი. იქნება გარკვეული ხარვეზები. შესაძლოა შეცდომებიც, მაგარამ საბოლოოდ შედეგი გაიზომება იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ არც ეს მონაცემები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რამეთუ ყველაზე რთული ფაზა გვაქვს გასავლელი, ეს არის კრიზისული ფაზა. მოჭარბებული რაოდენობა იქნება დაინფიცირებული პირების და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ტალღისებური ზრდა, რამეთუ, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სექტორი მზად არის ამისთვის, ტალღისებურმა ზრდამ მისი შესაძლებლობები არ შეზღუდოს, ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ გაუძლოს ამ დატვირთვას და საბოლოოდ, ყველამ არ მივიღოთ არასასურველი შედეგი“ , – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები