კორონავირუსით ევროკომისიის თანამშრომელი გარდაიცვალა

ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.

„ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ 12 აპრილს გარდაიცვალა ევროკომისიის ერთგული თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გულითადად ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ჩემი ფიქრებით მის კოლეგებთან ერთად ვარ, რომლებიც ევროკომისიის სამეცნიერო კვლევების საბჭოში მუშაობენ“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. მარტში ვირუსს ემსხვერპლა ევროპარლამენტის თანამშრომელიც.

მსგავსი თემები