ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

„გარდაიცვალა კორონავირუსით ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, რომელიც გახლდათ ონკო პაციენტი“ -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა.

„სამწუხაროდ გარდაიცვალა ჩვენი თამანამემამულე 65 წლის ადამიანი ბარსელონაში, რომელიც იყო ონკო პაციენტი და დაერთო კორონავირუსი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პროცედურები რაც არის გასათავლისწინებელი იყოს პროტოკოლით დაცული“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა, მანვე ისაუბრა ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე.

„ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დაბრუნდეს სპეცრეისით და მასთან ერთად ის ადამიანები,ვინც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნება.“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მსგავსი თემები