ხაშურში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, სოფელში გამკაცრებულია ზომები და ხიდისყურის ყველა შემსვლელ და გამსვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

სოფელში შექმნილ მდგომარეობას შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

„ხიდისყურში კოვიდ-19-ის შემთხვეა გუშინ დადასტურდა, შემდგომ, რეგიონიდან, ლაბორატორიული შემოწმებისთვის დამატებით გაიგზავნა 9 ნიმუში, საიდანაც ერთი დადებითი პასუხია. აღნიშნული ინფიცირებულიც ამ სოფლის მცხოვრებია. იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსული ინფექციის შემდგომი გავრცელების ლოკალიზება, გამკაცრდა ზომები – სოფლის შესასვლელებში ხორციელდება საპოლიციო კონტროლი და შექმნილ ვითარებაზე ინფორმირებულია ცენტრალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. ცოტა ხანში, ცნობილი იქნება შემდგომი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა, თბილისიდან სოფელ ხიდისყურში ოჯახთან ერთად იყო ჩასული.

მსგავსი თემები