„საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მთავარი იარაღი პრევენციისა არის შეზღუდვები“ – ბექა ნაცვლიშვილი

„ნებისმიერი გონივრული ვადა უნდა იყოს მისაღები, რომ საერთო შეთანხმების ფონზე შევძლოთ დაავადების გავრცელების პრევენცია“ – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანა დღეს არაა იმ ვითარებაში, რომ კარანტინის შეზღუდვების მოიხსნას.

„ის შეზღუდვები, რომელიც დღეს არის უნდა გაგრძელდეს, რადგან მთავრი იარაღი პრევენციის, ვირუსის გავრცელების არის შეზღუდვები. ეს არის ძირითადი გამომდინარე იქიდან, რომ ამ წესების დაცვის გარეშე ვერ ვუზრუნველყობთ ვირუსის გავრცელებას, რადგან ჩვენ არ ვართ უკეთესად აღჭურვილი იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ებრძვიან ვირუსს, უკეთესად კი არა არ გაგვაჩნია სწრაფი ტესტებიც კი და შესაბამისი აღჭურვილობა, ამიტომ ერთადერთი გზა გავრცელების პრევენციის არის შეზღუდვები, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე ამ წესების დაცვა არ ხდება და საჭიროა მკაცრი ზომები.“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები