ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან დედა-შვილია მოთავსებული. დედის ანალიზი კლინიკაში აიღეს, არასრულწლოვანი შვილი კი ბათუმიდან გადაიყვანეს.

ამასთან, კლინიკაში სულ 18 პაციენტია, მათგან, ორი ბავშვია. ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ პაციენტს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები