პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორსული ტაშით გააცილა (ვიდეო)

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმა დატოვა.

კლინიკის მედპერსონალმა პაციენტი ტაშით გააცილა. პაციენტის გაცილების ვიდეომასალას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს.

„ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს, რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით. ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს“, – ნათქვამია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

????? ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში covid19…

Posted by პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic on კვირა, 12 აპრილი, 2020

მსგავსი თემები