ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირიდან, კორონავირუსი 20 მათგანს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი.

ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, გამოკვლეულთაგან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 პირს დაუდასტურდა.

ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტრო-გამშვებ პუნქტთან მივიდა. მინისტრის განცხადებით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს.

დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

მსგავსი თემები