საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.