აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მონიტორინგი მიმდინარეობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ  რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც მათი ფუნქციონირების განახლებისათვის სავალდებულოა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად  ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.

აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მსგავსი თემები