საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე -Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

ამ დროის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 56-ია. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 233-ს შეადგენს. გარდაცვლილი კი კვლავ 3 რჩება. 

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანია. 

მსგავსი თემები