„ცხოველების ეგზოტიკური ბაზარი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ინფექციის გავრცელების წყარო არ უნდა არსებობდეს“ – ზურაბ გურიელიძე

„არის ვერსია, რომ ვირუსი, ეგზოტიკური ბაზრობიდან გავრცელდა. ეგზოტიკური ცხოველების ბაზარი არის სისასტიკე და არ უნდა არსებობდეს, ეს არის ცხოველთან დამოკიდებულების სასტიკი მაგალითი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

გურიელიძე მიიჩნევს, რომ ეგზოტიკური ბაზრობები არ უნდა არსებობდეს, თუმცა მისივე განმარტებით, ჩინეთი რეგულაციებს არ ემორჩილება და არც ზოოპარკების მსოფლიო ორგანიზაციებს გააჩნიათ ზემოქმედების რაიმე ბერკეტი. გურიელიძის განცხადებით, იყო საუბარი, თითქოს ღამურებიდან გავრცელდა ვირუსი, თუმცა ის ვერსიებს ჰიპოთეზებად თვლის. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ეგზოტიკური ბაზრობების არსებობას სისასტიკეს უწოდებს.

„ჩინეთს ბევრ ქალაქში აქვს ზოოპარკები, რომლებიც არიან აზიის ზოოპარკის ასოციაციის წევრები, თუმცა რიგ შემთხვევაში, რეგულაციებს არ ემორჩილებიან. ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი, სამწუხაროდ ასეთ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ გავლენა იქონიონ გადაწვეტილებაზე, ეს ის საკითხია, სადაც უკვე საზოგადოება უნდა ჩაერიოს და ხალხმა მოახდინოს გავლენა აკრძალვებზე. რა თქმა უნდა, არის ვერსია, რომ ვირუსი ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, ჩინელებს ეს ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნიათ, რადგან ისევ გახსნეს ბაზრობა, ამის შემდეგ გაიჟღერა კიდევ ბევრმა სხვა ვერსიამ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით კი ცხოველების ეგზოტიკური ბაზარი, მიუხედავად იმის, არის თუ არა ეს ინფექციის გავრცელების წყარო არ უნდა არსებობდეს, ეს არის ცხოველებთან უსასტიკესად მოპყობის კლასიკური მაგალითი“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები