„თაღლითური ბზა“ – ქოთანში ჩარჭობილ ტოტს ქოთნის ბზად ასაღებენ

“თაღლითობასაც ვაწყდებით ხოლმე. მოჭრილ ტოტებს, როგორც წესი, ქოთანშიც რგავენ”, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

“ტრანსპორტირებისას ცდილობენ, ჩვენი თანამშრომლები მოატყუონ. მომხმარებელიც მოტყუებული რჩება, რადგან გონია, რომ ქოთანში ჩარგულ ბზას ყიდულობს, არადა, რეალურად, ხელში რჩევა ტოტი, რომელიც ჩარჭობილია ქოთანში. აქ არის როგორც ბრაკონიერების, ასევე ჩვენი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს იორდანიშვილი. 

იმის გამო, რომ მომხმარებლები არ მოტყუვდნენ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, ბზის შეძენის დროს, იკითხონ მცენარის წარმოშობის შესახებ, ან, მოსთხოვონ დოკუმენტაცია ადგილწარმოშობაზე.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები