მარნეულში 250 სოციალურად დაუცველს საკვები პროდუქტები დაურიგეს

„ახალი კორონავირუსის“ ეპიდემიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინიდან გამომდინარე, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა” 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგა.

საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფათ გადაეცა მარნეულის მერიას, რომელმაც მისი განაწილება უზრუნველყო.

მოგახსენებთ, რომ COVİD-19-ს პანტემიად გამოცხადების, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედი მკაცრი საკარანტინო რეჯიმი მოწყლად, გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად იმოქმედა, დაამძიმა მათი ყოფა-ცხოვრება.

დახმარების მიზნით მარნეულის მერიისთვის გადაცემულ 250 შეკვრაში შემდეგი დასახელების პროდუქტები შედის:  ფქვილი;  ბრინჯი;  მაკარონი;  ვერმიშელი;  წიწიბურა;  შაქრის ფხვნილი;  ზეთი; მარილი და  ჩაი.

მსგავსი თემები