რა შეზღუდვები დაწესდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში – ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

“დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ ამ რაიონში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ამოქმედდება ის რეჟიმი, რაც არის მარნეულის და ბოლნისის რაიონებში. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება, რომ არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დაწესებული შეზღუდვების გარდა ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გადაადგილდეს, მხოლოდ საკვების, წამლების შესაძენად ან კიდევ სამედიცინო მომსახურებისთვის. ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში რაიონებში სპეციალური პროტოკოლის დაცვით შეეძლებათ აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ლენტეხის რაიონში იმუშავებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულში, საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა.

„ლენტეხის რაიონის შესასვლ-გამოსასვლე პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები, უკვე დაწყებულია ადგილზე პროაქტიურ თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობენ, მოხდება თითოეული ადამიანის შემოწმება. ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებით ეფექტი გამოიღეს ბოლნისსა და მარნეულში. უზურნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს საკვების თვალსაზრიდით, არ შეფერხდება საკვების მიწოდება და ამას კოორდინაციას გაუწევს საკოორდნიაციო შტაბი პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ ცალკეულ მუნიპალიტეტში, ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ყველა მოქალაქემ დაიცვას ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც მოქმედებს საგანგებო რეჟიმში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რადგან ხელი შეუწყოს კოვიდ 19-ის გავრცელებას.დაიცვან საკუთარი თავი ახლობლები და ყველა თანამოქალაქე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები