ნდობის ჯგუფი კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზეც განახორციელებს

საქართველოს პარლამენტი რეგლამენტში შესატან ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვითაც, ნდობის ჯგუფის მანდატი  გაფართოვდება. ერთ-ერთი ცვლილება კი ის იქნება, რომ ნდობის ჯგუფი კონტროლს  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზეც განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, ნდობის ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ,  თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებსაც ესტუმრონ, თუმცა, აღნიშნულ ჩამონათვალში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ შევა. პროექტის განხილვა პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში მიმდინარეობს.   მას განიხილავენ:  იურიდიულ;  ადამიანის უფლებათა;  დიასპორისა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ სხდომაზე.

ახალი რეგლამენტის პროექტი ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, როცა მას პრეზიდენტი ხელს მოაწერს.

მსგავსი თემები