სომხეთი “კორონავირუსის” გავრცელებას ვერ აკონტროლებს

სომხეთში კორომავირუსის გავრცელებას ვეღარ აკონტროლებენ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დინამიკის შემცირების მიუხედავად, ვირუსის წყაროები ხშირ შემთხვევაში იდენტიფიცირებული არ არის.

„როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცირებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ“, – აღნიშნა არსენ ტოროსიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

მსგავსი თემები