ფრანგულ ავიამზიდზე „შარლ დე გოლი“ კორონავირუსი 50 პირს დაუდგინდა

საფრანგეთის არმიის ინფორმაციით, ავიამზიდზე „შარლ დე გოლი“ კორონავირუსი 50 პირს დაუდგინდა. შეირაღებული ძალების სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდიდან სამი მეზღვაურის ევაკუაცია განხორციელდა. ხომალდი, რომელიც ატლანტის ოკეანეში იმყოფება, ამ დროისთვის საფრანგეთის ტერიტორიული წყლებისკენ მიემართება.

გავრცელებული ცნობებით, ავიამზიდზე 2000 პირი იმყოფება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კორონავირუსი აშშ-ის ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზეც“ გავრცელდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. მას შემდეგ რაც გემის კაპიტანის დახმარების თხოვნა მედიაში გავრცელდა, ბრეტ კროზიერი თანადებობიდან გაათავისუფლეს. კროზიერი აშშ-ის ხელისუფლებას წერდა: „ეს ომი არ არის და მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ“.

მსგავსი თემები