„მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის“ – მადლობის წერილი ამერიკიდან მაირიამ ჯაშს

აშშ ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მადლობას უხდის  ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაშიმდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის.

„ 2012 წლამდე მარიამ ჯაში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი იყო, სადაც ხელს უწყობდა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებას. ქალბატონ მარიამთან წლების განმავლობაში წარმატებით ვმუშაობდით ეფექტური იმუნიზაციის პროგრამაზე, რომელიც ხორციელდებოდა USAID, UNICEF და საქართველოს მთავრობის პარტნიორობის შედეგად.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა  მარიამ ჯაში.  მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ” – ნათქვამია მადლობის წერილში​

მსგავსი თემები