ირანში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი დაიღუპა

ირანში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 122 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის, კიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 4 232-მდე გაიზარდა.

ირანული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 აპრილის მონაცემებით, ირანში სულ 68 192 ადამიანი დაინფიცირდა, 35 465 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები