“ინფიცირების წყარო ჯერჯერობით 3 შემთხვევაშია უცნობი – რაღაც კლასტერები შესაძლოა, ერთმანეთთან იყოს კავშირში” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა. მისივე თქმით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში.

„ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები