“საქართველოს კრიზისის დროს ერთად დგომის ტრადიცია აქვს, ისევე როგორც ამას აკეთებს პანდემიის წინააღმდეგ” – ჯეიმს აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 9 აპრილს ულოცავს. 

“ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში კრიზისის დროს ერთად დგომის ტრადიცია აქვს, ისევე, როგორც ამას აკეთებს პანდემიის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ყველა ვდგავართ,”- წერს ჯეიმს აპატურაი.

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.

მსგავსი თემები