“ალბათ, აუცილებელია იმ პირების ტესტირება, ვინც მუდმივად ათ კაცზე მეტს წარმოადგენს” – მარინა ეზუგბაია

“თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად ათ კაცზე მეტს წარმოადგენს, ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ასე თქვენც (ჟურნალისტები) ბრძანდებით ყველანი რისკის შემცველი. ალბათ, თქვენი დატესტვაც შესაძლებელია, იყოს საჭირო, რადგან ასეთი შეკრებები, როგორც ლაპარაკია, მიუღებელია გარკვეულწილად. თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად სამ, ათ კაცზე მეტს წარმოადგენს. ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი. შეგიძლიათ კითხოთ მათ. მე მოგაწოდებთ ჩემი დაწესებულების ანალიზს. იცით, რომ ჩვენს ცენტრში კეთდება კვლევა ოქროს სტანდარტით. მე ამ ეტაპზე არ მჭირდება სწრაფი კვლევა, თუ ამის საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები