“დღეს დამატებული ოთხივე შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

“დღეს დილის შემდეგ დაემატა ოთხი შემთხვევა. ოთხივეს წყარო ცნობილია, ეს არის იმპორტირებული შემთხვევები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ აქვს დეტალური ინფორმაცია

„ორი ინფიცირებული ბათუმშია, ერთი შემოყვანილია ჩვენთან და მეორე პაციენტიც მალე შემოვა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები