ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, სანქციები სს პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროდან აცნობეს, ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო  მოსახლეობას, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა  და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 10 აპრილს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.  

მსგავსი თემები