“სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია – საქმეს აკეთებს და ქვეყანას ეხმარება” – ნუკრი ქანთარია

“კითხვაზე, სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია – საქმეს აკეთებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ქართუ ბანკის” მიერ Stopcov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.

როგორც ქანთარია წერს, ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სადარაჯოზე დგას.

„ის ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება“, – წერს ქანთარია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები