აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ.

როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ექიმები, მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

მსგავსი თემები