“საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს” – რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო სტანდარტებითა და პროტოკოლით დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.

ამასთან, რუსლან აბაშიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ფაქტია დაფიქსირებული.

„ყველაფერი კეთდება, რათა სათანადო მხარდაჭერა გავუწიოთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ ჩვენ დევნილებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს რესურსი, რომელიც სათანადო მონიტორინგს და აღრიცხვას განახორციელებს ადგილზე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იქ მყოფს საზოგადოებას, რათა ელემენტალურ დონეზე მაინც გაუმკლავდნენ ამ პანდემიას“, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მსგავსი თემები