ღია კაფეების უმეტესობა ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის – თბილისის მერი

  •  

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ღია კაფეების დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ქვეითებისთვის შეუძლებელი ხდება ტროტუარებზე გადაადგილება , რომ არაფერს ითქვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე.

როგორც თბილისის მერი ამბობს,  ვერ დაუშვებს ღია კაფეების თვითნებურად მოწყობას.

​კახა კალაძემ, ​დედაქალაქის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია კაფე-ბარების მესაკუთრეებთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მათ  დოკუმენტაცია მოაწესრიგონ. დაინტერესებულმა პირებმა ნებართვებისთვის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართონ.

„ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა იქნება, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მსგავსი თემები