“ვირუსის პოლიტიზება დაუშვებელია, თუ ცხედრის უფრო მეტი ჩანთები არ გსურთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ადამიანების გადარჩენა. როდესაც ეროვნულ და გლობალურ დონზე ჩნდება ბზარები, ვირუსი იმარჯვებს. ღვთის გულისთვის, ჩვენ 60 000 ადამიანი დავკარგეთ მსოფლიოში. რას ვაკეთებთ? „კოვიდ 19“-ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გამოყენება არ არის საჭირო. ამისთვის სხვა უამრავი გზა არსებობს. თუ უფრო მეტი ცხედრის ჩანთა არ გსურს, ვირუსის პოლიტიზებას უნდა მოერიდო“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, ის უკვე შეეჩვია პერსონალურ თავდასხმებსაც და ეს არ ანაღვლებს.

„პერსონალური თავდასხმები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. მათ შორის რასისტული კომენტარები. მე მეძახიან „ზანგს“ ან „შავკანიანს“. მე ამაყი ვარ, რომ შავი კანი მაქვს, ამაყი ვარ რომ „ზანგი“ ვარ…არაფერი მანაღვლებს, სიკვდილის მუქარაც კი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორმა.

მსგავსი თემები