ოკუპირებულ გაგრაში კომენდანტის საათი დაწესდა

COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გაგრაში საღამოს 20:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს. ბრძანებას ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.

გაგრაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მოსკოვიდან 29 მარტს დაბრუნდა, გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მრავალსართულიანი სახლის მობინადრეები, სადაც ინფიცირებული ოჯახთან ერთად ცხოვრებდა, კარანტინშია. გარე პერიმეტრს კი, მილიცია აკონტროლებს.

გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონში გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.

მსგავსი თემები