“ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე. 

„წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის კრიზისებია სხვა ქვეყნებშიც, წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც. აქ საუბარი იმაზე კი არაა, კანონი არის თუ არა ყველასთვის ერთი, საუბარია ალბათ იმაზე, ამ კანონს თუ დაარღვევენ როგორი იქნება სანქცია. კანონს ვინც არღვევს ის ჯარიმდება. გინდათ დასვათ კითხვა უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას უბიძგოთ შეიჭრას ეკლესიაში, თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არ უნდა იყოს და ეს სწორია“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, პირადად ის არ აპირებს სააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლას და საეკლესიო მსახურებას დისტანციურად ადევნებს თვალს.

„ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ და შევეცდები, რომ დისტანციურად ვადევნო თვალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები