“ჩვენი შეკერილი პირბადეები ერთ მომხმარებელზე ლიმიტირებულად 3 ცალი გაიყიდება” – ნათია თურნავა

“ხელმისაწვდომობა პირბადეებზე გახდა პრობლემა მთელ მსოფლიოში, ჩვენ უსწრაფესად მოვახერხეთ და ავაწყვეთ წარმოება ქართული პირბადეების” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით პირბადეები ლიმიტირებულად გაიყიდება და ერთ ადამიანს მხოლოდ 3 ცალის შეძენა შეეძლება.

„დღეს ცხრა სამკერვალო კერავს პირბადეებს. ნედლეულს სახელმწიფო ყიდულობს, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ ფასის სუბსიდირება. დღეს 400 000 ცალი მიეწოდა მსხვილ სააფთიაქო ქსელებს. მათთან ჩვენ შევთანხმდით, რომ როგორც სოციალურ პროექტს მიუდგებიან და არ ამატებენ რაიმე მოგებას. 50 თეთრად გაიყიდება მთელი საქართველოს მაშტაბით, ორ უმსხვილეს ქსელში. როგორც კი ამოიწურება ეს მარაგი, ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ მივაწოდოთ. ვინაიდან არის დიდი მოთხოვნილება პირბადეებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევზღუდოთ და ერთ ადამიანზე მაქსიმუმ სამი ცალი გაიყიდება. ეს კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მრავალჯერადი მოხმარების პირბადე. დელიკატური რეცხვისა და გამოყენების პირობებში შეიძლება რამდენიმე კვირა ეყოს ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები