„ამ დროისთვის, შემოსულია 7000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი“ – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

“პურის გაძვირება მოკლე დროში არ იგეგმება, შესაბამისი მარაგიც დარეზერვებული აქვს ქვეყანას“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

დოლიძის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ძირითადი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა რეზერვი სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 150 000 ტონის წარმოებაა შესაძლებელი.

„გუშინ ვიყავით მინისტრთან მეპურეების ასოციაციის წევრები და დიდი ქარხნები და მოგვცეს ასეთი პირობა, რომ ყველა ცდა იქნება გამოყენებული წისქვილების დასახმარებლად. ჩაიდო სუფსიდირება, რომ ფქვილი არ გაძვირდეს. შემოსულია გემი 7000 დამატებითი ტონით. ნელ – ნელა რუსეთიდანაც შემოდის ხორბალი. დაძაბული გარემო პურთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ბოლო დროს იყო ამერიკის შეერთებული შტატები საიდანაც 37 000 ტონა შემოვიდა ბოლოს, ჩვენ გვჭირდება იმპორტი, რადგან საქართველო თვითონ ამზადებს 150 000 ტონა ხორბალს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები