ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ კლინიკაში იმყოფება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლავ საავადმყოფოშია. ის წმინდა ტომასის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დომინიკ რააბი, რომელიც დროებით პრემიერის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი მებრძოლია და ვირუსს აუცილებლად დაამარცხებს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანამდე ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი, ჯონსონი 6 აპრილს მოათავსეს.

მსგავსი თემები