“კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, დავრჩეთ სახლში და ტელევზიის საშუალებით ჩავერთოთ ლოცვაში” – ამირან გამყრელიძე

“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი შეკრებებისაგან.

“ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის. ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე დაყრდნობით მე ვერ მივცემ რეკომენდაციას და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე იმ დიდი საშიშროებიდან ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია. დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია. დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანი შეიკრიბება, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართო მასშტაბის ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და რაც მთავარია, გარდაცვალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები