საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა.

„დამთხვევა იყო თუ არ ვიცი, დღეს 7 აპრილია და შვიდი ახალი შემთხვევა გვქონდა დღეს დილით. ამჟამად, ახლა ერთია დამატებული. ანუ სტატისტიკა რომ გითხრათ, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.

196 შემთხვევიდან 46 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები