“ეპიდემია თანდათან ვითარდება. ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება” – ამირან გამყრელიძე

„ჯერჯერობით საქართველოში ეპიდსიტუაცია ვიტყოდი, რომ არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ან ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. 

“ეპიდემია თანდათან ვითარდება. დღეს ჩვენს ლაბორატორიებში მიმდინარეობს 200-მდე კვლევა, მიმდინარეობს ე.წ პისიარსტანდარტით ქვეყანაში ექვს სხვადასხვა ლაბორატორიაში და ამ ეტაპზე, ერთი შემთხვევაა დამატებული, მაგრამ “ეპიდემია თანდათან ვითარდება. ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება” – ამირან გამყრელიძე , რამეთუ ყოველდღიურად გვაქვს შემთხვევების მატება. განსაკუთრებით ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები, იყო 15, 18, თუმცა დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ამჯერად ერთია დამატებული.

სტატისტიკა რომ გითხრათ, ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა, ეს არის 3 271 გამოკვლეული ადამიანიდან, სადაც შესაძლო  იყო, აქედან 196 დადასტურდა კოვიდინფექცია და 3457 ნიმუში გაიტესტა, რადგან მოგეხსენებათ, გაწერის ერთ-ერთი კრიტერიუმია ორჯერ უარყოფითი ტესტის პასუხი. 46 გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავს და სამწუხარო არის, რომ დაფიქსირებულია სამი გარდაცვალების შემთხვევა. სამივე შემთხვევაში იყო მძიმე თანმხლები დაავადებები, ასაკი ხანდაზმულობის და პერსონალურ მონაცემებზე არასდროს ვკონკრეტდები, რამეთუ ამას იცავს კანონი, კანონი პაციენტის მდგომარეობის შესახებ“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები