ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებულ ორსულსა და ოკუპირებული გალიდან გადმოსულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით, სპორტსმენის კლასტერის წევრს ორსულ ქალსა და ოკუპირებული გალიდან გადმოსულ მამაკაცს, COVID-19 არ აქვთ.

ამ დროისთვის, სამეგრელოში კორონავირუსის დიაგნოზით ისევ ორი ადამიანი მკურნალობს.

მსგავსი თემები