“მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, ისე არიან დაცულები, როგორც არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო” – თენგიზ ცერცვაძე

“მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა, არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ ულაპარაკოდ უნდა შეასრულოს ყველა მითითება, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს.

„ყველას გყავთ მეგობრები აშშ-ში, ინგლისში, იტალიაში, ჰკითხეთ, რა ხდება იქ. ჩემი კოლეგები, პროფესორები და ჩემი ქართველი თანამოქალაქეები მათ შორის მეგობრები და ნათესავები, ისეთ რამეებს ყვებიან, აქ რომ ხდებოდეს, ჯერ არ დაიჯერებთ და ამას არ ეყოფა ბრიფინგები. პაციენტები ხდებიან ავად და ერთადეთი რჩევა, რასაც აძლევენ არის, რომ დარჩით სახლში, ვიდრე ძალიან ავად არ გახდებით, ვიდრე სუნთქვის უკმარისობა არ განგივითარდებათ. მათ არ აქვთ რესურსი ექიმებისა და საწოლების, რომ ასეთ ავადმყოფი ნახოს ექიმმა, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. რა რაოდენობა არის იქ ინფიცირებულების, რა რაოდენობაა გარდაცვალებების და რა რაოდენობაა ჩვენთან. მინდა, ვუთხრა მოსახლეობას და დავარწმუნო, რომ შესაძლოა, ქვეყანას რაღაცაში უჭირს, ბევრ რამეში უჭირს, შეიძლება ჩვენი ეკონომიკა განვითარებადი ეკონომიკაა, ჩვენი სახელმწიფო ვერ ცხოვრობს ისე, როგოც ქართველ კაცს და ღირსეულ სახელმწიფოს ეკადრება, მაგრამ მათთვის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც გამოჩნდა ამ კრიზისულ სიტუაციაში. მთავრობის სახე და ზრუნვა ჩნდება ხოლმე კრიზისულ სიტუაციაში, ხოლო კრიზისებს შორის პერიოდში უფრო ძნელი შესამჩნევია, ვინ მუშაობს კარგად და ვინ ნაკლებად კარგად. მინდა, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა მითითება, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს. მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფოს და შესაძლოა, მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არ არის დაცული ისე, როგორც დღეს საქართველოს მოსახლეობა.  იმ შემთხვევაში, თუ მაინც გახდება ვიღაც ავად და ეს გარდაუვალია, მაშინ უკვე ჩვენ ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე იყოს დაცული. პირველ შემთხვევაში მთავრობა კისრულობს, რომ მათ ჯანმრთელობა იყოს, რომ ისინი ავად არ გახდნენ, თუ მაინც გახდებიან, ჩვენ, ექიმები ვკისრულობთ, რომ მათი სიცოცხლე იყოს დაცული, გარანტირებული და ლეტალობის შედეგები არ გასცდეს ერთეულს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები