საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში 45 ადამიანი განიკურნა ვირუსისგან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია სამი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

მსგავსი თემები