“ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს” – ოლივერ ვალჰერი გახარიასთან საუბრის შესახებ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რათა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს, რაც გულისხმობს დახმარებას მკაცრი ზომების მიერ ეკონომიკაზე მომხდარი ზეგავლენის დასაძლევად, რეგიონულად და ორმხრივად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკომისარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მსგავსი თემები