„დაინფიცირებულ სტიქაროსანს მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონია“ – მამა სერაფიმე

“როდესაც გავიგე, რომ სტიქაროსანის ბაბუას ვირუსი ჰქონდა, მისთვის აღარ მიმიცია მსახურების უფლება“ – ამის შესახებ იმ ტაძრის მოძღვარმა განაცხადა, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი მსახურობდა.

მამა სერაფიმე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სტიქაროსანის ბაბუა სანთელს ყიდიდა ეკლესიაში.

„ამ ბავშვის ბაბუას ჰქონდა ფილტვების ანთება, როდესაც გავიგეთ ოჯახმა გვითხრა, რომ ჩაუტარდა კვლევა და საშიში არაფერი იყო. როცა დაუდასტურდა ბაბუას კორონავირუსი, შვილიშვილისთვისაც არ მიმიცია მსახურების უფლება. მას მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონია“ – განაცხადა მამა სერაფიმემ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში სტიქაროსანის ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

81 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან.

მსგავსი თემები