რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

„მათგან უმრავლესობამ დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს კიდევ 18 პაციენტს გაუკეთდა დილიდან ანალიზი და მათ პასუხებს ხვალ მოგახსენებთ“ , –  აღნიშნა გოფოძემ.

მსგავსი თემები