“ვისაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება” – მეუფე დანიელი

“ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება”.

ამის შესახებ  ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა)  ჟურნალისტებს განუცხადა

მისივე განმარტებით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა: „ეკლესია არის სხეული ქრისტესი და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში აღსრულებულ პროცესებს.“

შეგახსენებთ: დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია.

ცნობისათვის: საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები