ტერიტორიულ ჩინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, იანვრიდან მოყოლებული პირველად, Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 32-ით გაიზარდა, ამასთან, ახალი შემთხვევები იმპორტირებული აღმოჩნდა.
ჩინეთში, ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რაოდენობა 81,7 ათასზე მეტს შეადგენს, გარდაიცვალა 3,3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა დიდი ნაწილი – 77 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამ მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერი ქვეყანაა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 1 242 ადამიანი. შედარებისათვის, იტალიაში, სადაც ევროპაში, ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აფეთქება მოხდა, მხოლოდ განვლილი 24 საათის განმავლობაში, 3 599 ადამიანი დაინფიცირდა.