საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​188 დადასტურებული შემთხვევიდან 39 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 2 კი გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  386

მსგავსი თემები