“ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ კატებს მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი სადღაც, კატებში გავრცელდა.

ზურაბ გურიელიძის თქმით, ანალოგიურად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ძაღლების მაგალითზეც.

„ალბათ, საუბარია იმაზე, რომ კატებს თავისი კორონავირუსები აქვთ და რაღაც არასწორად გავრცელდა. ყველა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ რეკომენდაციას, თუ ეს ფაქტი დადასტურდა. კატები ჩვენთან ახლა საშიშროებას არ წარმოადგენენ. ჩვენს გარშემო დიდი რაოდენობით არიან და ხველა არც ერთზე შემინიშნავს. როგორც იცით, ვირუსები ახლო კონტაქტით გადადის და აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეკომენდაცია იქნება, რომ მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ კატებს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „ტვპირველის“ ეთერში.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი განმარტავს, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები ნიუ-იოკრში, კორონავირუსის ცხოველში დადასტურების შემდეგ არ მიუღიათ. ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკის ბინადარ ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი სავარაუდოდ, მომვლელისგან გადაედოთ.

მსგავსი თემები